Wednesday, May 4, 2011

ეიფორია "ეიფორიის" გამო

დღეს ჟურნალ "ტაბულაში" ჩემი მეგობრის სტატია წავიკითხე რუსთაველის თეატრში განხორცილბული ამრიკულ-ქართული პროქტის შესახებ, რომლის შედეგადაც შიექმნა ინტერაქტიული სპექტაკლი "ეიფორია".

სპექტაკლის დადგმამდე მასში მონაწილეთა სკეპტიციზმი მაფიქრებინებდა, რომ რაღაც საინტერესოზე მუშაობდნენ და პრემიერაზე დიდი მოლოდინით წავედი. ვინაიდან ამ სტატიას მხოლოდ ისინი წაიკითხავთ ვისაც სპექტაკლი ნანახი გაქვს, ამიტომ არ მოგიყვებით მის შინაარს და არც იმას იქ რა ხდებოდა. 

მოკლედ, სპექტაკლი ჩემთვის თავიდანვე საინტერესოდ დაიწყო, იმიტომ რომ თურმე იმ დროს დაწყებულა, მე რომ დაწყებული არ მეგონა :) მოხიბლულმა იმით, რომ პირადად მე თამაშის მონაწილე ვიყავი, სიარული დავიწყე მსახიობებს შორის. თავდაპირველად  თავიანთ "ლეჟანკებზე" ჩამოსხდარ მსახიობებთან მივდიოდი და ვცდილობდი მათი მონოლოგები დილაოგად მექცია ჩემთან, მაგრამ ამაოდ. ცოტა არ იყოს თავი უხერხულად ვიგრძენი, მომეჩვენა რომ მათ ხელსაც კი ვუშლიდი და ინტერაქტივის პერსპექტივადაკარგული დარბაზის ყველაზე ბნელ და შორეულ კუთხეში ჩამოვჯექი. 

ისევ განზე მდგომ მაყურებლად ვიგრძენი თავი. დარბაზში გამეფებულ ალიაქოთს დროდადრო რომელიმე მსახიობის ხმამაღალი მოწოდება თუ გაარღვევდა, თორემ სხვა ვერაფერი იქცევდა ჩემს ყურადღებას. 

გამოხდა ხანი, და უცებ შემომესმა "ვისაც ჩემთან სექსი გინდათ აქ მოდით და დაჯექით", მაშინვე თვალები გამინათდა და გადავწყვიტე ინტერაქტივში ჩაბმა, მაგრამ აქაც ხელი მომეცარა, მსახიობმა ყურადღებაც კი არ მომაქცია მის თხოვნაზე გამოხმაურებულ ერთადერთ მდედრს. რამდენიმე წუთიანი ჯდომის შემდეგ, მან ზრდილობიანად მთხოვა დამეტოვებინა მისი "ლეჟანკა" ვინაიდან ის ახლა უნდა მომკვდარიყო... 
...
იმედი და მოლოდინი გამიცრუბდა. ჩემსა და პიესის გმირებს შორის ინტერაქტივი ვერ შედგა. რატომ? მიზანი ხომ სწორედ ეს იყო? ინტერაქტიური სპექტაკლის შექმნა. 

შესაძლოა ვცდები, მაგრამ ვფიქრობ რომ ასეთი პროექტების განხორცილების დროს მისი ორგანიზატორები არ ითვალისწინებენ იმ გარემოს სადაც პროექტს ახორციელებენ. რუსთაველის თეატში ბევრი მსგავსი პროექტი ვნახე და ამათგან მხოლოდ ერთმა გაამართლა, სპექტაკლმა "ვგავართ ახლა ჩვენ ლტოლვილებს", რომელიც ქართულ ამბავს უკავშრდებოდა და მე, როგორც მაყურებელმა ადვილად მივიღე. ამასთანავე, იქ ექსპერიმენტი არც ისე დიდი დოზით იყო  - მაყურებელი პარტერიდან ისმენდა ტრაგიკულ სახალისო ამბებს.  

რაც შეეხება, "ეიფორიას" ვფიქრობ მისი რეჟისორი შეცდა, როცა რუსთაველის თეატრის მსახიობებთან გადაწყვიტა ამ ჩვენთვის ექსპერიმენტის გაკეთება, ალბათ აჯობებდა ამისთვის გამოეყენება თავისუფალი ახალგაზრდა მსახიობები, რომელთაც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, მეტი მონდომებით შეასრულებდნენ სიკვდილისათვის თავგადადებული სექტანტების როლს. მერწმუნეთ, ნებით მომაკვდავი ადამიანის ემოციების გადმოცემა არც ისე ადვილია და საკმაოდ დიდ ოსტატობას მოითხოვს. იმის თქმა არ მინდა, რომ რუსთაველის თეატრის მსახობებმა ვერ შეძლეს ამ პასუხისმგებლობის გათავისება, არა, უბრალოდ მათთვის უინტერესო აღმოჩნდა ამ პროექტზე მუშაობა. ინტერაქტივი არ შედგა თავად მსახიობებსა და რეჟისორს შორის, და ამიტომ ვერ შედგა ის მაყურებელსა და რეჟისორს შორისაც, რომლის შუალედური რგოლი სწორედ მსახიობები უნდა ყოფილიყვნენ.

მიუხედავად მიმზიდველი იდეისა, ამ ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა და სპექტაკლი უკვე მოიხსა. თუმცა, ვფიქრობ, ცოტა უფრო ხარისხიანი რეჟისურითა და სწორად გათვლილი მენეჯმენტით, ეს სპექტაკლი ერთ-ერთ მომგებიან თუ არა, რეიტინგული და ახლაგაზრდა მაყურებლისთვის საინტერესო მაინც იქნებოდა. 



2 comments:

  1. ”ამ სტატიას მხოლოდ ისინი წაიკითხავთ ვისაც სპექტაკლი ნანახი გაქვს” ნანახი არ მაქვს და აი წავიკითხე… ამ ”ექსპერიმენტის” შესახებ მედიიდან მსმენოდა, მაგრამ ამგვარი შეფასება უფრო ხელშესახებია…
    "ეიფორია"-მ ეიფორია ვერ შვა.
    ბერწ ”ექსპერიმენტატორთა” ხელმოცარვას კი, ალბათ გვარიანი თანხა წაეხმარა…

    ReplyDelete
  2. უი, რა დრო გასულა! მე კი ეხლა ვნახე ეს გამოხმაურება ამ სპექტაკლზე..სპექტაკლს 2 ჯერვე დავესწარი და მიუხედავად ამდენი ხნის გასვლისა, ისეთი აღფრთოვანებული ვიყავი, დღემდე არ გამნელებია ის ეიფორია!
    დარწმუნებული ვიყავი, რომ ბრიტანული პროექტი იყო და არა ამერიკული, რუსთაველის დასითაც მოხიბლული დავრჩი და ჩემი "ჩართულობითაც"...ეხლაც ვინახავ რაღაც ბანკნოტებს, იქ რომ მოვიგე მსახიობებთან თამაშისას:))) ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა ჩემთვის ხურციას, ინგოროყვას, ლორთქიფანიძის, მაყაშვილის და სხვების თამაში...ისინი ფაქტიურად ამ სპექტაკლით დავიმახსოვრე!და იყო უთანამედროვესი ელექტრონული მუსიკა...რომელიც მერე გაჩნდა ჩვენთან გალერიში, ბასიანსა და სხვა კლუბებში.

    თუმცა არც ეს შეფასებები არ გამკვირვებია..ჩვენთან ხომ "უზადო გემოვნების" მაჩვენებლად ითვლება, როცა ყველაფერს იწუნებ და ბერწად მიგაჩნია!

    ReplyDelete