დილის 9 საათზე სახლიდან გავედით და არამიანცის საავადმყოფოს მივაშურეთ. ენდოკრინოლოგიური განყოფილების ძებნაში სამშენებლო მოედანზე მოვხვდით. წინასარემონტოდ გამზადებული კორპუსის მესამე სართულზე ავედით მას შემდეგ რაც კიბის "პლაშატკაზე" მჯდარი მრავალშვილიანი მათხოვარი ქალის საბაჟო გავიარეთ. კარის შეღებისთანავე ცემენტნარევი დახუთული ჰაერი გვეცა და ხალხის ცოცხალ შლაგბაუმს გადავაწყდით. შლაგბაუმი იწყებოდა კართნ წარწერით "ანალიზების ჩაბარება". გავარღვიეთ რა ხალხის შლაგბაუმი, დერეფანში თვალმოკრულ ერთადერთ თეთრხალაიანს ვკითხე სად შეიძლებოდა მეპოვა ჩემთვის სასურველი ექიმი. გოგონამ პლანშეტზე დაკრული გეგმა დამანახა და გულმოდგინედ აგვიხსნა რუკა მიმდებარე რეტიტორიისა, რათა სხვა კორპუსში გადაბარგებული ექიმისთვი მიგვეგნო.
ორიენტაციის კარგი უნარის წყალობით კორპუსს ადვილად მივაგენი, თუმცა კორპუსის შესასვლელ ერთადერთ კარს ორივე მისასვლელიდან წითელ-თეთრზოლიანი ლენტი გვიჭრიდა, იმ იმედით, რომ სიცოცხლისათვის საშიშ ზონაში არ შევსულიყავით. მაგრამ არ დაგიმალავთ და მისმა მცდელობამ ვერ გასჭრა, ლენტი ავწიე და სანუკვარ კორპუსში შევედით. შესვლისთანავე თეთრხალათიანი გოგონა შემოგვეგება და მას შემდეგ, რაც მოვახსენეთ ამა და ამ ექიმის ნახვა გვსურდა, განგვიმარტა, ჯერ ექიმთან ვერ შეხვალთ, თვადაპირველად ჩემთნ უნდა გაიაროთ კონსულტაციაო, საჭირო ანალიზებს მე დაგინიშნავთ და მხოლოდ პასუხების მოტანის შემდგე ჩაგწერთ ექიმთან მიღებაზეო. არ გაგვიპროტესტებია (ანუ მოდას არ ავყევით), დავმორჩილდით (ანუ ვისვეცკავეთ) და ანალიზების ასაღებად იმ კორპუსში გადავედით საიდანაც ამ ექიმთან გამოგვიშვეს.
ისევ გავიარეთ სიცოცხრლისათვის საშიში ზონა, გადავლახეთ შესასვლელთან მიწყობილი ცემენტის ტომრები, მათხოვრების საბაჟო, მესამე სართულის შლაგბაუმს მივადექით და მის ნაწილად ვიქეცით. არ ვიცი მერემდენე ვიყავით, მაგრამ სანუკვარი ანალიზის ჩაბარება მხოლოდ 2 საათისა და 15 წულის ლოდინის შემდეგ მოვახერხეთ. დამავიწყდა მეთქვა, გოგონამ იმ კორპუსიდან განგვიმარტა რომ ანალიზების პასუხებს სჭირდება ერთი კვირა, თუმცა შესაძლებელია იყიო დღესვე თუ ცოტა ძვირს გადავიხდით. რა თქმა უნდა, ისევე როოგორც შლაგბაუმის შემადგენელ ნაწილთა უმრავლეობამ ჩვენც სასწრაფო ანალიზი გავუკეთეთ და პასუხისთვის საღამოს ექვს საათზე დაგვიბარეს. ამასობაში 3-ის ნახევარმა მოატანა და ცოტა არ იყოს მოგვშივდა. გავედით და იქვე პატარა კაფეში წავიხემსეთ. ისევ დამავიწყდა მეთქვა, რომ გოგონამ იმ კორპუსიდან ექოსკოპიის გადაღებაც დაგვინიშნა, მაგრამ ვინაიდან ექიმს ვერ მიაგნო და ვერც იმას ვინც მის შესახებ რამე იცოდა, გვირჩია მოგვიანებით შემოგვევლო.
წახემსების შემდეგ ისევ იმ კორპუსში მივედით ექოსკოპისტის ძიებაში და როგორც გვითხრეს რიგში ჩავდექით, თუმცა ექიმის ასავალ-დასავალი ისევ გაურკვევლი იყო. უცებ ხმა დაიხა (საიდან არ ვიცი) ექიმი ძველ კორპუსშია და იქ იღებს პაციენტებსო. ისევ გავიარეთ საშიში ზონა, ცემენტების ტომრები, საბაჟო, შემოკლებული შლაგბაუმი და დერეფნის ბოლოს მივადექით ოთახს წარწერით "ექოსკოპია" და ქალთა მშფოთვარე გუნდით. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, ექიმი ოთახიდან გამოვიდა და კიბეებს ჩაუყვა, 40 წუთის შემდეგ მომლოდინე ქალები შეწუხდენე და კითხვაზე სად წავიდა ექიმი ახალგაზრდა გოგონამ მიუგო "ახალ კორპუსში პაციენტების მისაღებად". აქ უკვე, მსუბუქად რომ ვთქვა განვრისხდი და ახალი კორპუსისკენ გავქანდი ექიმის "მოსანახულებლად". როგორც კი საშიშ ზონას მივიახლოვდი თეათრხალათიან ნაშობას გადავაწყდი, ერთ-ერთი (სავარაუდოდ მეთაური) დახვეწილი გაწელილი ქართულით რიტორიკულად სვამდა შეკითხვას რა საჭირო იყო აქ ეს თეთრ-წიტელი ლენტი, რომელიც პაციენტებს მათკენ მიმავალ გზას უღობავდა. ამაზე კორპუსის კედელზე ხარაჩოებზე ჩამომჯდარმა მუშამ გადმოსძახა "იმისთვის ქალბატონო, შემთხვეით მარცხი არ მომივიდეს და თქვნი სალონში დავარცნილი თმა არ გავგაჯოო". თეთრხალათიანმა ნაშამ ცინიკურად ახედა მუშას და დახვეწილი მანერით აწია ლენტი. ის-ის იყო ახალ კოორპუსში უნდა შევსულიყავი, ძველი კორპუსიდან დამირეკეს ექიმი დაბრუნდაო და მეც უკან მივბრუნდი. როგორც იქნა ჩვენი როგიც მოვიდა, ამასობაში 6 საათიც გახდა და ანალიზების პასუხიც ხელთ გვქონდა.
პირველი დღის დასასრული.
გაგარძელება იქნება.
No comments:
Post a Comment