Saturday, January 15, 2011

ქართული თეატრის დღე

გუშინ ქართული თეატრის დღე იყო! სიამოვნებით მივულოცავ ამ დღეს ყველას, ვინც ქართული თეატრის განვითარებაზე ზრუნავს.

როგორ აღნიშნა საქართველომ ქართული თეატრის დღე? კარგად არ ვიცი. ამის შესახებ არაფერი მსმენია საინფორმაციო გამოშვებებიდან, სამაგიეროდ ზედმიწევნით ვიცი რიჩარდ ჰოლბრუკის დამსახურებების შესახებ ამერიკისა და მსოფლიო წინაშე.

როგორ უნდა აღვნიშნავდეთ ქართული თეატრის დღეს? ალბათ ყველა თეატრის კარი ღია უნდა იყოს, ყველა გამვლელ-გამომვლელს მსახიობები თეატრში ეპატიჟებოდნენ, მოყავდეთ მზუნველობას მოკლებული პატარები და დიდები და ბილეთის გარეშე უშვებდნენ თეატრებში, ყველა თეატრის წინ დაიდგას ყულაბა, ვისაც რამდენი უნდა და შეუძლია გაიღოს მომავალი წარმოდგენის დასადგმელად.... ქართველი ხალხი ირჩევდეს საყვარელ სპექტაკლს, რეჟისორს, დრამატურგს, მსახიობს...

არავითარი საზეიმო სხდომები, დაწერილი სიტყვები, გაწელილი საღამო, გაბუტული თეატრის მოღვაწეები, საზეიმო ვახშამი...

თეატრალებო დაუბრუნეთ ქართული თეატრი ქართველ ხალხს!

საუკეთესო სურვილებით,

რიგითი მაყურებელი