Monday, April 25, 2011

ფიქრები წითელი კვერცხების ფონზე

სად არის ჩვენი სამშობლო?!
დღეს მეგობარი მოვიკითხე, შეკითხვაზე - სად ხარ? მიპასუხა: „კუკიის სასაფლაოზე, ბებოს, ბაბუს, ბებოს დის და მშობლების, ბაბუს მამისა და მამიდის და ბაბუს დედისა და მისი მშობლების სანახავად. კუკიის სასაფლაო ჩემი ნამდვილი სამშობლო ყოფილა J

ორი დღეა სასაფლაოებს ცხვრებივით შეფენილი ხალხი ქარავანივით მიეზიდება მძიმე ჩანთებს საფლავებს შოროს... ზოგი კვირას გადის, ზოგი ორშაბათს, ზოგის ჩანთა დიდია, ზოგის პატარა, ზოგი მთვრალია, ზოგი ცრემლიანი, ზოგს წამს, ზოგი კი უბრალოდ ჩვევამ მიიყვანა იქ, ზოგიც მონატრებამ...

ისინი ფესვებს უბრუნდებიან! J

პერსონალური... 
ჩემთვის აღდგომა ყველაზე ოჯახური, მისტიური და ჩუმი დღესასწაულია, ამ დღეს ადამიანი ყველაზე ახლოს მიდის ამქვეყნიურისა და იმქვეყნიურის საზღვართან. საფლავებზე დადებული ლოდები თითქოს პერსონალური კარია ყველა იმ ადამიანისთვის, რომლის სახელიც აწერია, მხოლოდ მას შეუძლია მისი გაღება და დაკეტვა... ჩვენ კი მივდივართ მათთან და კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ოდესმე ასეთი ჩვენც გვექნება... ჩვენი პერსონალური ... J

ცოდვები 
დღეს, საინფორმაციო გამოშვებაში წამყვანმა მამცნო, რომ აღდგომას მკვდრის დატირება ცოდვად ითვლება. ჩემთვის ახალი ცოდვა გამანდეს...

ნეტავ სულ რამდენი ცოდვა არსებობს? - უთვალავი; ვინ ადგენს ცოდვებს? - არ ვიცი, ალბათ ადამიანები... 

ყოველთვის როცა მსგავს რამეს ვისმენ, მაინტერესებს რას ფიქრობს ამ დროს ღმერთი?
...
„ღმერთი დიდია, მე - პატარა“, იმედი მაქვს ჩემს პრინციპულობას რელიგიური დოგმების გაუზიარებლობაში ცოდვებად არ ჩამითვლის და მის მიერ დედიშობილად გაჩენილს ეკლესიაში "დრეს-კოდის" დაუცველობის გამო ჯოჯოხეთში არ გამისტუმრებს.


1 comment:

  1. ჩემთვის მისაღები და რეალური მხოლოდ 10 მცნებაში ჩამოყალიბებული აზრია. ხოლო შარვალი, სტატუსის დამამტკიცებელი ფურცელი, სამარხვო შოკოლადი და კარაქი არაფრის განმსაზღვრელი არაა
    :)

    ReplyDelete