გუშინ რუსთაველის თეატრში მსახიობ მედეა ჩახავას ხსოვნის საღამო გაიმართა. თეატრის ფეისბუქის გვერდზე დადებული ფოტოებიდან კარგად ჩანს, რომ ძლიან ლამაზი, დახვეწილი, თბილი, თბილისური და ქართული საღამო გამოვიდა. სიტყვით გამოვიდნენ ქალბატონ მედეას მეგობრები, ოჯახის წევრები, კოლეგები და კიდევ ერთხელ გაიხსენეს იგი და მის შესახებ მოუყვნენ იქ დამსწრე საზოგადოებას, რომელიც შედგებოდა რა თქმა უნდა ქალბატონი მედეას მეგობრების, ოჯახის წევრებისა და კოლეგებისაგან ანუ იმ ადამიანებისაგან ვინც ისედაც ბევრი იცოდა ამ უსაყვარლესი ქალბატონის შესახებ.

მოსაწვევებით იყო ნეტა თუ ყვლას შეეძლო?
ReplyDeleteიქნებ ორგანიზატორებმა მოიწვიეს ისე რომ ყველას არ ქონდა შანსი მოხვედრილიყო?
მოსაწვევებით იქნებოდა, მაგრამ კარგი იქნებოდა დიდი დარბაზში გაეკეტებინათ და ახალგაზრდებიც მოეწვიათ და ასაკოვნებიც. თორემ ისინის რასაც ყვებოდნენ და ისმენდნენ, ასე უყვებიან და ისმენენ უკვე წლებია. მთავარი ახალგაზრდობაა, და ეს არ ესმით, არც მაშინ ესმოდათ მე რომ ვმუშაობდი იქ და ეტყობა არც ახლა.
ReplyDeleteThis comment has been removed by a blog administrator.
ReplyDelete