Monday, November 8, 2010

ქალიშვილობის ინსტიტუტიდან გადაფურთხების ინსტიტუტამდე


პროლოგის ნაცვლად
ბოლო წლებია მეტად აქტუალური გახდა ქალიშვილობის ინსტიტუტის ყოფნა არყოფნის საკითხი. პოლემიკაში ჩაერთვნენ ნამდვილი ქართველები, ყველაზე ქართველები, ჯელტმენები, გრუზინები, სვეცკები, მორწმუნენი და ურწმუნონი. შეძახილმა ხე გაახმოო უთქვამთ ძველად და ეს ინსტიტუტიც, თუ სადმე ჯერ კიდევ შემორჩა, მერწმუნეთ მალე ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდება.

მთავარი
ვინაიდან და რადგანაც ერთი მანკიერი ინსტიტუტი და ტრადიცია წარმატებით აღმოვფხვერით, ახლა დროა მეორეს მივხედოთ. ალბათ შეამჩნევდით რომ ბოლო წლებია ქართველ მამაკაცებში წარმატებით დაინერგა გადაფურთხების ინსტიტუტი. იფურთხებიან ყველგან და ყოველთვის: ქუჩაში, საუბრისას, აივნიდან, ფანჯრიდან, სკვერში, პაემანზე, მეტროსთან და ტუსოვკებზე. თქვენი არ ვიცი და მე ლამის ფობიად მექცა ქუჩაში მამაკაცის სიახლოვეს სიარული, განსაკუთრებით თუ ის ჩემგან შორე-ახლოს მიდის, ცოტათი მისწრებს და სავარაუდოდ ვერ მხედავს. ასეთ დროს ნაბიჯს ვანელებ და დისტანციას ვზრდი, თუმცა ყოველთვის რჩება სხვა მამაკაცის გამოჩენის საფრთხე, რომელმაც შეიძლება თავი მოატრიალოს და ერთი კარგად ჯიგრულად მომაფურთხოს.

ალბათ ამ ფობიის ბრალია რომ ჯერაც არ გავთხოვილვარ.

რამდენიმე კვირის წინ, შემოდგომის ერთ თბილ საღამოს, მე და ჩემი მეგობრები შარდენზე ლიტ.კაფის ტერასაზე ვისხედით და ტრადიციულად „ბოდლერზე“ ვსაუბრობდით. რაღაც მომენტში ფიქრი ჩვენი მაგიდიდან გამექცა, თვალიც მიყვა და ერთ სიმპათიურ ახალგაზრდაზე შეჩერდა. მაღალი, შარვალ-კოსტუმში ჩაცმული ყმაწვილი ჩემგან 2 ნაბიჯზე იდგა და მსგავსი გარეგნობის მეგობარს ესაუბრებოდა. გაღიმებული ვუყურები უცნობებს და კმაყოფილებას ვგრძნობდი რომ ასეთი ტანადი და სიმპატიური მამაკაცები  არსებობენ. უცნობმა თითქოს ჩემი მზერა იგძნო, უცებ ჩემსკენ სახით შემობრუნდა და ... მომაფურთხა. არა, არ მომხვედრია, ვერ მომწვდა ტერასის გამო...

ჰა, ჰა ჰა...  აი ზუსტად ასე დავცინე ჩემს თავს ფიქრებში, სკამი შემოვატრიალე და ზურგი შევაქციე აპოლონს...  

ეპილოგის ნაცვლად
ბატონო პრეზიდენტო, უმორჩილესად გთხოვთ დააწესოთ ჯარიმა გადაფურთხებაზე და ჯერ კიდევ შემორჩენილი ქალიშვილობის ინსტიტუტი თავისით გაქრება! /ქალები კაცებს მივუახლოვდებით/

პ.ს. 
გადაფურთხების ინსტიტუტი, ჩემი ღრმა რწმენით ჩამორჩენილი ფეოდალური რუსეთის სახსოვარი უნდა იყოს ქართველებისთვის. ამის დამადასტურებელი უტყუარი ფაქტები არ გამაჩნია, მაგრამ ერთხელ სადღაც წავიკითხე, თურმე იმპერატრიცა ეკატერინე მეორეს უბრძანებია, დუმაში ისე დაედგათ სკამები რომ დუმის წევრებს ერთმანეთისთვის ვერ მიეფურთხებინათ.

7 comments:

  1. :D
    ძალიან მაგარია! :D
    ვაშეარებ .

    ReplyDelete
  2. dzalian momcons !!! :)))

    ReplyDelete
  3. სოფო კილასონიაNovember 9, 2010 at 5:49 AM

    ჰაჰაჰაჰა :)))))))))
    მამაკაცებსაც მივუახლოვდებით! :)))) მაგარია. ამდენი კარგად დიდი ხანია არ მიცინია. მხოლოდ ქალი დაწერდა ასე იუმორით და ამავდროულად არაუხეშად ქალიშვილობასა და ქართველ მამრებზე. ო, როგორ არის ეს ორი თემა გადაჯაჭვული :)))
    გენათალე შენ ქეთევან :P

    ReplyDelete
  4. "jeltmenebi" ? brchkalebshi unda eceros tore acs egoneba, shecdomit ceriao

    ReplyDelete
  5. qartveli kacebi motxovnilebas ziritad rusi qalebit ikmakopilebdnen xolme, qartveli qali ojaxistvis iko gansazgvruli.
    rusi qalebis ararsebobam da ukrainelebis jer kidev mcire raodenobam qartveli mdedri upro motxovnadad gaxda seqsualuri tvalsazrisit, albad amis mizezia qalishvilobis problemis tamochrac chvens sazogadoebashi......

    ReplyDelete
  6. ერისთვის თავდადებულ ასულებს!
    მოინადირეთ მომხიბვლელი ”გადამფურთხებლები”…
    აიყვანეთ ”ჯენტლემენობის” ხარისხში და ამრავლეთ ერი!

    ReplyDelete