ამასწინათ ჭავჭავაძეზე მოვსეირნობდი. უამრავი ოფისის, მაღაზიისა და დაწესებულების აბრები და რეკლამები მიჭრელებდა გზას. ყოველი მათგანის დანახვისას გაუცნობიერებლად გარკვეული ასოციაცია მომდიოდა თავში. ზოგზე დადებითი, ზოგზე უარყოფითი, ზოგზეც არანაირი. აქამდე არასოდეს დავკვირვებივარ ამას, მაგრამ მას შემდეგ ჩვევად მექცა, რომელიმე ბრენდის რეკლამის დანახვისას ჩემს ემოციებს დავკვრვებოდი. შესაძლოა ჩემი ემოციები ემთხვავა სხვებისას, შესაძლოა ჩემში გამოწვეული ემოცია სწორედ ის არის, რაც ასე სურდათ ამ ბრენდის მარკეტინგისა და პიარი სამსახურებს. ასეა თუ ისე ჩემი ბრენდ რეიტინგი შევადგინე და მაინტერესებს იგივე იქნება თუ არა წლების შემდეგ.
- ვინაიდან და რადგანაც საქართველოში ყველაზე მეტი აფთიაქია დავიწყებ აფთიაქებით:
1. GPS -კარგი სერვისი, ჰიგიეური საშუალებების დიდი არჩევანი.
2. aversi – თუ გვედით PSP-ა იქ არასოდეს შევალ.
3. ყვითელი აფთიაქები - იაფი და კარგი სერვისი.
- აფთიაქების შემდეგ თბილისის ქუჩებში ბანკების ოფისები გებლანდება ფეხებში და მეც ბანკებზე გადავალ:
1. საქართველოს ბანკი - ნახევარი საქართველო ან იქ მუშაობს ან მისი კლიენტია. მარტივი საბანკო პროცედურები. არავითარი ქველმოქმედება და სპონსორობა, არავითარი ხელოვნება.
2. TBC-ბანკი - ხარისხი, დისტანცია, ქველმოქმედება, ჩაკეტილობა.
3. რესპუბლიკა ბანკი - სერვისი, ხარისხი, ჩაკეტილობა და დისტანცია
4. პროკრედიტ ბანკი - ხარისხი, მაღალი სერვისი, სანდოობა.
- სადაზღვევო კომპანიები - პირდაპირ გეტყვით რაც ამ ორ სიტყვაზე პირველი მომდის თავში „გადამგდებები“, ტიპიური აფერისტები. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მთელ ამ სივრცეში ძალიან მოდური გახდენე ბანკები, რომლებიც თვეში ხუთჯერ მეტ პროცენტს სთავაზობდნენ კლიენტებს ვიდრე შვეიცარიის ბანკი წელიწადში. სანამ კლინტურას მიიზიდავდნე დიდ პროცენტებს წამის სიზუსტით იხდიდნენ, მაგრამ როგორც კი საკმაო თანხას მოაგროვებდნენ, ბანკი უბრალოდ ქრებოდა. ზუსტად იგივე პრინციპით მუშაობენ სადაზღვევო კომპანიები საქართველოში. არა, ისინი არ ქრებიან, უბრალოდ შეთავაზების პაკეტებს ვიზუალურად ცვლიან. სანამ მათთან ხელშეკრულებას გააფორმებ გპირდებიან რომ შენ ოღონდ ავად გახდი და მეტი არაფეზე იდარდო. შენი კომპანია ყველგან და ყველაფერს აგინაზრაურებს გარდა გამონაკლისებისა. ჩახედავ გამნაკლისების სიას და არც თუ ისე დიდია და თან ისეთი დაავადებებია ღმერთმა ნუ დაგმართოთ თორემ დაზღვევა ვერას გიშველის. გადის დრო ერთ დღესაც გჭირდება დაზღვევა, ექიმის 50 ლარიან კონსულტაციას გინაზრაურებს, მაგრამ იმავე ექიმის მიერ გამოწერილ წამლებს არა, მიზეზი, წამალის ერთ-ერთი ინგრედიენტი მცენარეულია, მცენარეულ წამლებს კი არ ანაზღაურებენ... მეორე წამალი თურმე შემაერთებელი ქსოვილების მასტიმულირებელია და ვინაიდან შენ სხვა არაფერი გჭირდება გამოდის, რომ შენი VIP დაზღვევის ბარათი უბრალოდ იმის მოწმობაა რომ გაგაცუცურაკეს, იმიტომ რომ ის 50 ლარი რომელიც კონსულტაციაში გადაგიხადეს შენ ყოველ თვე უხდი კომპანიას. ახლა ექიმებს ვკითხოთ. სასურველი ექიმის ხელში ჩასაგდებად სადაზღვევო აგენტები ბევსრ წვალობენ, დარბიან კაბინეტ-კაბინეტ, სთავაზობენ ექიმებს ნაირნაირ დაპირებეს, ეძებენ ისეთებს რომელთაც დიდი სახელი და კლიენტურა ყავს. მაგრამ როცა საქმე სადაზღვევო კომპანიიდან ექიმისთვის თანხის გადახდაზე მიდგება, უგვიანებენ, ეუბნენიან რომ მისი საბუთები დაიკარგა, უყვირიან, ბოლოს თუ საქმეში ნაცნობი ჩაერია უხდიან, თუ არა და ეუბნებიან ჩვენ კლიენტურა მოგიგროვეთო და გაწბილებულ ექიმს უარით ისტუმრებენ, მარათალია ექიმი მათთან ურთიერთობას წყვეტს, მაგრამ გადასახდელი თანხა სადაზღვევო კომპანიის ანგარიშზე რჩება. აი, ამიტომ არ უყვართ ექიმებს სადაზღვევო კომპანიები და მატი სახელით მისული პაციენტი.
პირველი ნაწილის დასასრული.
გაგრძელება იქნება.
No comments:
Post a Comment