მიუხედავად იმისა რომ ბიზნესისგან მეტისმეტად შორს ვარ, არც ბიზნეს სექტორზე მისწავლია და არც ბიზნეს ფორუმმა მიმიზიდა, ყოველთვის დიდი ინტერესით ვუყურებდი ბიზნეს კურიერს. არ ვიცი, სიმართლეს ამბობდნენ თუ არა, კვალიფიციურად და პროფესიონალურ დონეზე მსჯელობდნენ თუ არა ბიზნესის შესახებ, მაგრამ ასე თუ ისე ვიგებდი რა ხდებო მსოფლიოსა და საქართველოს ბიზნეს კულუარებში.
გამოხდა ხანი და ბიზნეს კურიერს თვალი ვერ ვადევნე, მგონი ზაფხულში ისვენებნდენ კიდეც და ამ შემოდგომაზე ისე მოხდა რომ კვლავ დავუბრუნდი ჩემთვის საინტერესო გადაცემას.
რაც უფრო ხშირად ვუყურებდი ამ გადაცემას, მით უფრო ხშირად ვფიქრობდი, რომ მე და ბიზნეს კურიერი ერთამნეთს უნდა დავშორებოდით. ეს ფიქრი მართლაც რომ გაზაფხულივით მომეპარა და გაზაფხულივით ჩემში დარჩა მას შემდეგ, რაც ერთ მშვენიერ შუა დღეს გამარჯობასთან ერთად წამყვანმა (გოგიჩაიშვილი) პასტა (თუ ავტოკალამი?) ისე მომიქნია, რომ უნებურად თავი გავწიე. მერე მეორე ხელი გამიშალა და ის-ის იყო თვალები უნდა დამეხუჭა, გამახსენდა ტელევიზორის შუშა მიცავდა.
არ იფიქროთ დავნებდი, მაინც ჯიუტად გავაგრძელე ყურება. ყოველ გადაცემაში პასტისა და ხელის ილეთი მარადიულად მეორდებოდა და შევეჩვიე, თუმცა სიახლეებიც ემატებოდა თამაშობების სახით.
თამაშის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ერთობი, ადვილად იგებ და სწავლობ. ამ თამაშობას კიდევ ერთი სიახლე მოყვა „თავალსაჩინოება“ - ასე ეძახდა ჩემი პირველი კლასის მასწავლებელი ანბანის ახსნისას გამოყენებულ ნივთებს. მაგალითად „ი“ რომ ესწავლებინა, ნალი გვაჩვენა, „ჰ“ სათამაშოო ჰამაკი, „ს“ - სათამაშო სპილო შემოგვიტანა და ასე შემდეგ.
ესეც არ არის ცუდი, თვალსაჩინოებების წყალობით გაცილებით მარტივად სწავლობ, აბსოლუტურაც უცხო ცნებას უკავშირებ მარტივს და ნაცნობს და წინ მიდიხარ.
სწორედ ასეთი თვალსაჩინოებით თამაში მოაწვეს წამყვანებმა ბიზნეს კურიერის ბოლო გადაცემაში, რომელსაც მე ვუყურე. ერთმა საათი დაინიშნა, მეორე კი ლათინური ანბანის გამოყენებით ეკონომიკის პოსტკრიზისულ თუ კრიზისულ მდგომარეობას გვიხსნიდა. (აქ ცოტა ჩავიხლართე, არ ვიცი როგორ გითხრათ, რაც მან თქვა ერთდროულად პოსტკრიზისულიც არის და რეალური კრიზისიც).
მოკლედ, ვუყურე, მორჩნენ, გადაცემა დამთავრდა და სადღაციდან მომეპარა შეკითხვა: სად იყო ბიზნესი? - არსად, მივუგე მე!
პ.ს. თვალსაჩინოების სახით თან ვურთავ გადაცემის ლინკს. http://www.rustavi2.com/news/video_progs.php?id_clip=3427&pr=Business%20Courier&l=31&ftp1=1&ftp2=0&ftp3=0
ქეთი,
ReplyDeleteერთ დროს მეც ისტერიულად ისტერიულად ვუყურებდი ყველა გადაცემას, რასაც ტელევიზორში ვერ, ინტერნეტში ვნახულობდი მერე. მაგრამ ერთ დღეს აღარ მომინდა ტელევიზორის ყურება და აღარც ბიზნესკურიერის. და ცოტა ხნის მერე რომ ვნახე, გავოცდი და დავიღალე ყურებით, გოგიჩაიშვლის ჯესტიკულაციის გარდა ვერაფერს ვხედავდი. რომ გამეგო რას ლაპარაკობდა, მომიწია მხოლოდ მომესმინა თვალდახუჭულს და ისე დავიღალე რომ გადავწყვიტე მეტად არ დავტანჯულიყავი. საიდან აითვისა ამ კაცმა ასეთი მოძრაობები, რაში ჭირდება ვერ ვხვდები. მას მერე მხოლოდ ანონსს ვნახულობ ფეისბუქზე და ჯერ ვერ მიმიტყუა რომ ვუყურო...
მე აღარც ანონსი არ მინდა, მორჩა, ჩემი და ბიზნეს კურიერის გზები გაიყარა :)
ReplyDelete