Thursday, September 30, 2010

პირველი ქართველი ხაკერი :)

ახლა საინფორმაციო გამოშვების ანონსში ტრადიციული პათოსით გვამცნეს, რომ "დიდ ბრიტანეთში დაიჭირეს 11 ხაკერი, და მათ შორის ერთი ქართველია" - და უცებ ვიგრძენი რომ გამეღიმა და გამიხარდა... გამიხარდა, რომ ქართველი მეტისმეტი ჭკუისთვის დააკავეს :) შესაძლოა ვცდები, მაგრამ ხაკერების მიმართ სიმპატიები მაქვს. არ ვიცი ეს საიდან მოდის, ალბათ ვინმე იფიქრებს ეს ოდესღაც ძველ ბიჭებს ეტყფოდაო, მაგრამ მწარედ შეცდება... მტკიცებას არ დავიწყებ, უბრალოდ მენდეთ.

როგორც იქნა, უცხოეთის ციხეში იჯდება ქართველი, რომელსაც მაღაზიიდან სათვალე და სუნამო არ მოუპარავს :)

2 comments:

  1. აწი კარმანშიკების მაგივრად სულ ხაკერები დაეჭიროთ :)

    ReplyDelete
  2. ისე ვინ არის და რისთვის დაიჭირეს? პირადი გამორჩენისათვის ხაკერობდა თუ საზოგადოებაზე ზრუნავდა? ერი უნდა იცნობდეს თავის გმირებს.

    ReplyDelete