Sunday, September 26, 2010

გამარჯობა ბლოგერებო,
დიდი ხანია გადაწყვეტილი მქონდა გამეკეთებინა ჩემი ბლოგი, მაგრამ სულ მეზარებოდა.
ამ დილით დედაჩემმა დამირეკა და ქეთევანობა მომილოცა, მერე სხვა მოლოცვებიც მოყვა და უცებ გამინათდა, მოდი რა დღეს გავხსნი ჩემს ბლოგს-მეთქი და აჰა, გავხსენი კიდეც.

დიდი ხანი არაა რაც ქეთევანობის შესახებ გავიგე, თუმცა ამ ადამიანმა (და არა წმინდანმა) ჩემი ხასიათი მნიშვნელოვნად განსაზრვრა.

ბავშვობიდან განსაკუთრებით მიყვარდა ისტორია, მნიშვნელობა არ ჰქონდა ქვეყანას, ყველა ქვეყნის ისტორია მიყვარდა და მათ შორის საქართველოსიც. როცა ქეთევან დედოფლის შესახებ წავიკითხე, იმ ასაკში ვიყავი, როცა საგმირო საქმეების ჩადენაზე ოცნებობენ და მეც ძალიან მომინდა მსგავსი რამ ჩამედინა და უცებ მთელ სხეულში, განსაკუთრებით ბეჭებში (:) ) ისეთი ძალა ვიგრძენი, მეგონა მთელ სამყაროს გადავაბრუნებდი.

მაგრამ აი უკვე 32 წლის ვარ და მსგავსი არაფერი ჩამიდენია, თუმცა ქეთევან დედოფალმა უ-შიშ-რობა მასწავლა, მასწავლა როგორ უნდა დაამარცხო ადამიანი, რომელიც ფიზიკურად და მატერიალურად შენზე ძლიერია, და როგორ უნდა აგრძნობინო ამ ძლევამოსილ ადამიანს თავი უსუსურად :)

დიდი მადლობა ქეთევან დედოფალო :)
პატივისცემით, ქეთი კ.

4 comments:

  1. გილოცავ "ბლოგი"-ის გახსნას. მომწონს რომ წერა საჯაროდ დაიწყე და ვიცი ბევრ საინტერესო რამეს წავიკითხავ. იმედი მაქვს "და-მი-შეარებ" შენს დაკვირვებებს და საინტერესო დიალოგის საშუალებაც მექნება - საჯაროდ, რა თქმა უნდა.
    გაკოცე და დროებით,
    ს.თ

    ReplyDelete
  2. შემობიჯებას გილოცავ:)
    ,,უ-შიშ-რობა” - ს ჩვენს თუ გვასწავლი ხო მთლად კაი:))

    ReplyDelete
  3. ისეთი კარგი დასაწყისია, აუცილებლად წავიკითხავ ხოლმე ამ ბლოგს, მიყვარს უშიშარი ადამიანები

    ReplyDelete
  4. დიდი მადლობა ბლოგ-მეგობრებო, აქ ახალი ვარ და ამიტომ რაღაცეები არ ვიცი, ნელ-ნელა გავერკვევი და კომენტარებზე პასუხებს აღარ დაგიგვიანებთ :)

    ReplyDelete