თავდაპირველად, კაცმა შექმნა სახლი და ეზო და სახლი იგი იყო ცივი და ბნელი.
მეორე დღეს დაანთო კაცმა ცეცხლი და გაანათა და გაათბო სახლი.
მესამე დღეს კაცმა მოაშენა ფრინველი და ცხოველი... თევზი გუბურაში.
მეოთხე დღეს დარგო ხე და დათესა ხორბალი.
მეხუთე დღეს დაწერა წიგნი და უწოდა მას წესები მისთვის
მეექვსე დღეს მოიყვანა ქალი, აჩვენა სახლი და ეზო და ყველა სულიერი, მისცა წიგნი და უთხრა: აჰა, შენია ყველაფერი ესე, მოუარე და იცხოვრე განცხრომით... არასოდეს დაივიწყო წესები შენთვის და იყავი ბედნიერი...
მეშვიდე დღეს გადახედა კაცმა თავის ქმნილებას და კმაყოფილმა დაისვენა.
საუბრობს სერ გრეიემ ვოტსონი (Graham Watson),
ბრიტანელი დეპუტატი, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომისიის წევრი.
ევროპელთა იმედი, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა
ქვეყნებშიც შესაძლებელი იყო წარმოქმნილიყო სამოქალაქო საზოგადოება, კომპრომეტირებული
იქნა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანდათან მზარდი ავტორტარიზმით. ამ კვირაში ბრიუსელში ვიზიტის
დროს, როგორც ჩანს საჭიროა გავაგებინოთ 2003 წლის ვარდების რევოლუციის ლიდერს, რომ მისმა
მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ოქტომბრის არჩევნების პირატული გზით მოგებისათვის შემუშავებული
მანევრები.
19 ივნისს, ევროგაერთიანების ელჩმა საქართველოში ფილიპ
დიმიტროვმა, მოუწოდა საქართველოს მთავრობას თავისი ძალისხმევა „მნიშვნელოვნად გააფართოოს პოლიტიკური ტოლერანტობისა
და პლურალიზმის დამყარების საქმეში“. 20 ივნისს, გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის მოხსენებაში ლაპარაკია „შიშისა და დაშინების კლიმატზე ოპოზიციური პარტიების
წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ“. მეორე დღეს, უგულვებელყვეს რა ეს გაფრთხილება,
მთავრობამ დაიწყო ყადაღის დადება ათასობით პარაბოლურ თეფშზე, რომელიც ეკუთვნოდა დამოუკიდებელ
საკაბელო კომპანიას, რომლის მიზანი იყო შეემცირებინა ხელისუფლების ვირტუალური მონოპოლია ნაციონალურ საინფორმაციო არხემზე.
ამ თავდასხმის ერთადერთი მთავარი მიზეზი გახლავთ მიხეილ სააკაშვილის მთავარი მოწინააღმდეგე ბიძინა
ივანიშვილი, ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერი. ბიძინა ივანიშვილი, ხელისუფლების
ყოფილი მხარდამჭერი, გამოემშვიდობა საქართველოს მოქალაქეობას ცრუ მოტივებით, მას შემდეგ
რაც განაცხადა თავისი ინტერესების შესახებ წასულიყო პოლიტიკაში და შეერთებოდა ოპოზიციას. მოქალაქეობა მისთვის ჯერაც არ აღუდგენიათ.
გარადა ამისა, სააკაშვილის ხელისუფლებამ მიიღო კანონი,
რომელიც ოპოზიციას ლიმიტს უწესებს დაფინანსებაში. მან 74 მილიონი ლარით დააჯარიმა
ბიძინა ივანიშვილი და შემოიღო დაშინების სისტემა პერსონალის და პროფესიონალების მიმართ
ვინც მხარს უჭერს ოპოზიციას. სამსახურიდან დაითხოვეს როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში
მომუშავენი, ასევე მასწავლებლები, რომელთაც გაბედეს და შეუერთდნენ ოპოზიციას.
მაშინ როცა პრეზიდენტი სააკაშვილი ცდილობს მოხიბლოს
საერთაშორისო საზოგადოება, დასავლეთის ლიდერებმა მას აუხსნენ თავიანთი შეშფოთება მისი
პოლიტიკის მიმართ. ევროკომისარმა სტეფან ფულემ მოითხოვა, რომ 2012 წლის არჩევნები ჩატარდეს
პარიტეტულ (თანაბარ) საწყისებზე. მაშინ როცა ამრეიკის შეერთებული შტატების გენერალურმა
მდივანმა ჰილარი კლინტონმა თბილისში ვიზიტისას შემდეგი გაფრთხილება გააკეთა: „საქართველოს
უსაფრთხოება და ხანგრძივი აყვავება, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თქვენი დემოკრატიის
ხარისხზე.“
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქართველებმა
უნდა აირჩიონ ახალი პრეზიდენტი მომავალი წლის გაზაფხულზე. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა,
რომ ის კენჭს არ იყრის საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ ნათლად გაგვაგებინა რომ მას
სურს გახდეს მომავალი პრემიერ მინისტრი, თანამდებობა, რომელიც მას უფლებას მისცემს
მიიღოს გაცილებით მეტი ძალაუფლება, ბოლო დროს გატარებული საკონსტიტუციო რეფორმების
წყალობით. მართალია ეს არჩევნები რამდენიმე
თვეში იქნება, ფაქტები ნათლად მეტყველებენ, რომ მმართველმა პარტიამ უკვე მოახაერხა
მოეპარა (წაერთმია) ქართველი ხალხითვის ნამდვილი არჩევანის გაკეთების უფლება. ამიტომაც
არის მნიშვნელოვანი, რომ სააკაშვილის ამ ვიზიტისას ბრიუსელში ევროპელმა ლიდერებმა
დაუფარავად გააგებინონ მიხეილ სააკაშვილს, რომ ცოტა ხნის წინ მომხდარი თავდასმები ოპოზიციაზე
მიუღებელია. ევროგაერთიანებას აქვს მნიშვნელობანი
ბერკეტები საქართველოს წინააღმდეგ, მაშინ როცა ის იწყებს მოლაპარაკებებს თავისუფალი
ვაჭრობის შესახებ ახალ შათანხმებაზე. ვარდების რევოლუციის დროს დაბადებული თავისუფლებისა
და დემოკრატიის იმედი არ უნდა დაზარალდეს რევოლუციის ზოგიერთი ინიციატორის ქმედებების
შედეგად.
სერ გრეიემ ვოტსონი
ასევე არის ევროპის ლიბერალური, დემოკრატიული და რეფორმატორული
პარტიის პრეზიდენტი