Friday, March 18, 2011

რითი ერთობა პიკასო?!

დღს მე და ნახევარი თბილისური ბომონდი ბატონი გოგი ალექსი-მესხიშვილის ინსტალაციაზე გახლდით ქარვასლაში.

სულ ხუთი წუთით დავიგვიანე და იმდენი ხალხი დამხვდა ქარვასლაში, სერიოზული ძალიხმევა დამჭირდა პატივცემული ხალხის რიგის გასარღვევად. ვის არ ნახავდით იქ კულტურის მინისტრს თანამშრომლებთან ერთას, პოპის და ელიტარული ხელოვნების წარმომადგენლებს, რეჟისორებს, მხატვრებს, მსახიობებს, ჯაზის თაყვანისმცემლებს, პოეტებს, საუკეთესო მოთხრობების ავტორებს და ბოლოს სოლარიუმში ნაადრევად გარუჯულ ქალბატონებს.

თავიდან მეგონა, რომ მისამართი შემეშალა, ვინაიდან იქ წარმოდგენილი სამკაულის და ბეწვეულის ესთეტიკა არანაირად არ შეეფეროებოდა ჩემი თვალსაზრისით ქარვასლასა და ვაჟას. თუმცა რომ დავფიქრდი, მივხვდი რომ შევცდი, სწორედ რომ ქარვასლა და ვაჟას სამყაროა სამკაულის და ბეწვეულის ადგილი.

ქვემოთ ჩასასვლე კიბეებს, რომ მივაღწიე უცნაური სივრცე გადამეშალა თვალწინ. სიღრმეში მოთავსებულ ვაჟას სამყაროს გარს ერთიანად ფარავდა ოპერატორების გუნდი.

მივხვდი ვერაფრით შევძლებდი ვაჟას სამყაროსთან მიახლოებას და აივნიდან ზემოდან დავუწყე თვალიერება: მორები, მოჭრილი ხელები, ქვები, კენჭები, ჩიტები, შუაშუ უზარმაზარი საფრთხობელა (ჩემდა სამარცხვინოდ ვერ მივხვდი ვისი ან რისი ალეგორია იყო), ვაჟას პორტრეტი, ფურცლებად მიმოფანტული ვაჟას შემოქმედება, ჭიკჭიკი...

ზემოდან ყურებამ არ დამაკმაყოფილა და როგორც კი ჟურნალისტების ჯგუფი შეთხელდა ქვემოთ ჩავედი ვაჟას სამყაროსთან მისაახლოებლად.

მიველ, ვნახე და უნებურად ჩემს თავს ვკითხე: "ამით ერთობა პიკასო? ესაა პიკასოს ბიჭი?!"
...
სად გადის ზღვარი ინსტალაცასა და სკოლაში მოწყობილ თემატურ სტენდს შორის?

ამ შემთხვევაში მხოლოდ სახელზე.



...
პ.ს. რამდენიმე ხნის წინ რუსთაველის თეატრში ვაჟას პოემის მიხედვით დაიდგა სპექტაკლი "სტუმარ-მასპინძელი", რომლის მხატვარიც ბატონი გოგი ალექსი-მესხიშვილი გახლდათ. პირადად მე იმ სპექტაკლში მხატვრობიდან გაცილებით მეტს მოველოდი, ვიდრე ვნახე, ვინაიდან სხვა სპექტაკლებში ბატონი გოგის მხატვრობა ცალკე სანახაობაა, რომელსაც შეგიძია სპექტაკლის გარეშე უყურო და სიამოვნება მიიღო.

დღეს კი ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ბატონი გოგი ცდილობდა ამ ინსტალაციის შეევსო სპექტაკლში მისი მოუცლელობის გამო დარჩენილი მხატვრული სიცარიელეები.